დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში ვაქცინაციისთვის 82 დაწესებულებაა შერჩეული. 

“პირველ ეტაპზე, ორშაბათიდან აცრა დაიწყება 29 ცენტრში. თბილისის და ყველა რეგიონალური ცენტრში გამოყოფილიa შესაბამისი ამცრელი კაბინეტები, რომელსაც იმუნიზაციის პროცესში მონაწილეობის დიდი გამოცდილება აქვთ”. – თქვა მან. 

გამყრელიძისვე თქმით: 

თბილისში პირველ ეტაპზე იქნება 10 ამცრელი პუნქტი: 

ასევე: ქუთაისში – 4;

ბათუმში – 4;

რუსთავში – 2;

ზუგდიდში -2

რეგიონალურ ცენტრებში — თითო-თითო; 

გამყრელიძე ამბობს, რომ ვაქცინაციის პროცესი 82-ვე ცენტრში ერთი კვირის განმავლობაში დაიწყება. 

“ვაქცინაციამ გადაარჩინა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე და ვაქცინაცია დაასრულებს 21-ე საუკუნის ყველაზე დიდ გამოწვევას – კოვიდ პანდემიას”. – თქვა პრესკონფერენციაზე ამირან გამყრელიძემ. 

AstraZeneca/Oxford-ის ვაქცინის პირველი – 43 200 დოზა ვაქცინა საქართველომ დღეს, 13 მარტის დილას მიიღო. 

ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყება. 

პირველ რიგში სამედიცინო პერსონალი აიცრება. 

NCDC-ის განცხადებით, ასტრაზენეკას ვაქცინას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აქვს გადაუდებელი მოხმარებისთვის ავტორიზაცია და საქართველოში კანონმდებლობით დადგენილი წესით, მას მიცემული აქვს ჯანდაცვის სამინისტროსა და ეროვნული მარეგულირებელი სააგენტოს მიერ ქვეყანაში იმპორტისა და გამოყენების უფლება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here