კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინით აცრა საქართველოში 30 მარტიდან დაიწყება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა.

„ეს ვაქცინა გადანაწილდება 6 კლინიკაში, რომელთაგან 4 იქნება თბილისში. ესენია: ბოკერიას კლინიკა, კავკასიის მედიცინის ცენტრი, ამტელ კლინიკა და რესპუბლიკური საავადმყოფო. აჭარაში ეს იქნება ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო, ქუთაისში კი – ცხაკაიას სახელობის კლინიკა.

ამ კლინიკებში ამ დროისთვის მიმდინარეობს „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრა, ხოლო „ფაიზერით“ აცრა უკვე სამშაბათიდან დაიწყება“.

თამარ გაბუნიამ განმარტა,  „ფაიზერის“ შემთხვევაში პირველ და მეორე დოზებს შორის დაყოვნება 21 დღე უნდა იყოს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here