ლაგოდეხის სოფელ კავშირში მანქანა ტროტუარზე მდგომ მუშას დაეჯახა.

შეჯახების დროს მიღებული დაზიანებები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა,

ამიტომ ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. 

ლაგოდეხის სოფელ კავშირში ავარის დროს დაშავებული მუშა გარდაიცვალა.

შემთხვევა იმ დროს მოხდა,როდესაც 36 წლის მამაკაცი გზის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ასრულებდა და სწრაფად მიმავალი “მერსედესის” მარკის მანქანა დაეჯახა. დაშავდა ავტომობილში მყოფი ორი მგზავრიც.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here