მიმდინარე კვირიდან კვების ობიექტებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ სტუმრები შაბათ-კვირას მხოლოდ ღია სივრცეში მიიღონ, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც იცით, საქართველოს მასშტაბით შაბათ-კვირას აკრძალულია კვების ობიექტების მუშაობა. რაც ნიშნავს იმას, რომ მათ ეკრძალებათ სტუმრების მიღება და მხოლოდ მიტანა-გატანის სერვისზე მუშაობენ. აღნიშნული რეგულაციაც მსუბუქდება. კერძოდ, მიმდინარე კვირიდან კვების ობიექტებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ სტუმრები შაბათ-კვირას მხოლოდ ღია სივრცეში მიიღონ რეგულაციების სრული დაცვით“ .

„ჩვენ განვაგრძობთ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებზე დაკვირვებას და ვითარების სტაბილიზაციის შემთხვევაში, პირველი ივნისიდან, ამ მიმართულებით შესაძლოა, შემდგომი შემსუბუქების გადაწყვეტილებაც იქნას მიღებული“, – აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here