გადაადგილების შეზღუდვის, „კომენდანტის საათის“ მოქმედების ვადა 1 საათით შემცირდა.

ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

როგორც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, შესაბამისი გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა ფერმერთა მხარდაჭერის მიზნით მიიღეს.

„სასოფლო -სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციის პროცესში ფერმერთა მხარდაჭერის მიზნით ღამის საათებში გადაადგილებასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვა დღეიდან 23:00 საათიდან 04:00 საათამდე იქნება“.

კერძოდ, ახალი რეგულაციით, დღეიდან, „კომენდანტის საათი“ ქვეყნის მასშტაბით 23:00-დან 04:00 საათამდე იმოქმედებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here