თბილისში, კრწანისის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა სამი ადამიანი, ერთი კი გარდაიცვალა.

ადგილზე სასწრაფო დახმარების რამდენიმე ჯგუფი მუშაობს.

დაშავებულები კლინიკა „ნიუს ჰოსპიტალსში“ არიან გადაყვანილი.

თვითმხილველები კრწანისის ქუჩაზე,ეზოში მომხდარი ავარიის დეტალებზე საუბრობენ:

„მაღაზიისკენ მივდიოდი, უცებ დავინახე, რომ სატვირთო ავტომობილი მოდიოდა, რომელიც თეთრ ავტომობილს დაეჯახა. ორივე გადავარდა გზის სავალი ნაწილიდან. ცეცხლი გაჩნდა. ამის შემდეგ 112-ში დავრეკე. ვერ ვიტყვი, რომ სატვირთო ავტომობილი ძალიან სწრაფად მოძრაობდა, ცდილობდა, რომ გაეჩერებინა მანქანა, მაგრამ დაღმართზე ეს ვერ შეძლო”.

გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილის მძღოლმა „ნიუ ჰოსპიტალსთან“ მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის საპირისპირო მხარეს გადავიდა და რამდენიმე მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here