რაც შეეხება სასკოლო პროცესს, სასკოლო პროცესის დაწყებაზე ჯერჯერობით საუბარი ადრეა, რადგან ყველაფერი ეპიდემიოლოგიურ სურათზეა დამოკიდებული. ჯერჯერობით, დღევანდელი ეპიდემოლოგიური მდგომარეობა იმდენად მძიმეა, ახლა სასწავლო პროცესი რომ მიმდინარეობდეს, ჩვენ მოგვიწევდა იმაზე საუბარი, რომ სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმზე გადაგვეტანა, მაგრამ ვნახოთ, სამომავლოდ როგორ განვითარდება ეპიდემიოლოგიური სურათი. იმ დროისთვის, როდესაც უკვე სწავლის დაწყების თარიღი მოახლოვდება, ჩვენ თავიდან ვიმსჯელებთ ამ საკითხზე და შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ“, ამის შესახებ განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here