თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდლის ამბულატორიაში მოსახლეობის COVID – 19 – ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩატარდა. მასობრივი იმუნიზაციის პროცესს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი შიოშვილი და თელავის მერი შოთა ნარეკლიშვილი გაეცნნენ. თელავის მერიის ინფორმაციით, მასობრივი იმუნიზაციის კამპანიაში რამდენიმე ათეულმა ადგილობრივმა მიიღო მონაწილეობა და ეტაპობრივად მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც ჩატარდება.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here