ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 31 აგვისტოს 07:00-დან 10:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში: ჟებოტა, ტუშურები, ქვემო არტანი, ჯიჯეთი, ალაჭანი და მიმდებარე სოფლებში; 13:00-დან 20:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ბევრეთი, ტაბარუკი, მსხალდიდი, წოდორეთი, ლისი და მიმდებარე სოფლებში. 14:30-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ბურიანი, წინამძღვრიანთკარი, ნავდარაანთკარი, კოტორაანთკარი, ზაქარო, არაშენდა, საგურამო, შანკევანი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here