დღეს ყვარლის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთხელ მოსულმა სეტყვამ ზიანი მიაყენა სოფელ შაქრიანის სასოფლო – სამეურნეო სავარგულებს. ძლიერმა ქარმა სოფელ გრემში რამდენიმე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა.
ასევე, სეტყვის შედეგად ზიანი მიადგა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულს, სადაც წინასწარი მონაცემებით დაახლოებით 70 ჰა სასოფლო – სამეურნეო მიწის ფართობი დაისეტყვა.
აღსანიშნავია, რომ 26 აგვისტოს მოსული სეტყვის შედეგად დაზიანებული მოსავლის 90 % სოფელ შაქრიანის ფერმერებს ამ დროისთვის უკვე ჩაბარებული აქვთ. რაც შეეხება დღეს მიყენებულ ზიანს საქართველოს მთავრობის და პირადად პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით დაზარალებულ მოსახლეობას ზარალი აუნაზღაურდებათ.
კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი შიოშვილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაზარალებული სოფლების მოსახლეობას უკვე შეხვდა, პარალელურად მიმდინარეობს ზარალის დათვლის პროცესი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here