სახელმწიფოს ხელშეწყობით დედოფლისწყაროში, ტარიბანას ველზე გაშენებულ ბაღში ფსტის პირველ მოსავალს ელოდებიან.
სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა და კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, გივი მეტრეველმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ტარიბანას ველზე სახელმწიფო ხელშეწყობით გაშენებული ფსტის ბაღი დაათვალიერეს.
შპს „ტარიბანა 2016“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში 2016 წელს სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით ფსტა გააშენა. 47 ჰა-ზე ფსტის გაშენებისათვის კომპანიამ 700,000 ლარის ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც 360,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია.
კომპანია “ტარიბანა 2016“ ფსტის სრულ მსხმოიარობაში შესვლისთვის, გაშენებიდან მეშვიდე წელს, ჰექტარზე 5 ტონა მოსავალს ელოდება. ბაღში მუდმივად 5, სეზონურად 15 ადგილობრივია დასაქმებული. კომპანია აგრეთვე ფლობს ფსტის სანერგე მეურნეობას.
საქართველოს მასშტაბით, პროგრამით „დანერგე მომავალი“ 300 ჰა-მდე ფსტის ბაღი გაშენდა, ინვესტიციის ოდენობა 3,7 მლნ ლარია, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 1,3 მლნ ლარზე მეტია, ხოლო შეღავათიანი აგროკრედიტი 2,9 მლნ ლარს აღემატება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here