კახეთის სახელწმიფო რწმუნებული, ირაკლი შიოშვილი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, თბილისის ქუჩაზე იმყოფებოდა, სადაც თელავის წყლის სისტემის ინფრასტრუქტურის მშენებლობის მეორე ეტაპის სამუშაოები დაიწყო.
 თელავის უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველყოფისთვის გათვალისწინებულია ქალაქის 79 კმ ქსელის მოწყობა. პროექტის ფარგლებში, ასევე რეაბილიტირდება 5 არსებული და აშენდება 3 ახალი ჭაბურღილი, მოეწყობა რეზერვუარები და სისტემების მართვის თანამედროვე სისტემა. სამუშაოები დაახლოებით 15 თვე გაგრძელდება.
 პროექტს აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით დაახლოებით 24 მილიონი ლარი მოხმარდება.
პროექტის განხორციელების შედეგად, ქალაქში წყალმომარაგების პრობლემა საბოლოოდ მოგვარდება და ადგილობრივი მოსახლეობა, წყლის მიწოდებით  უზრუნველყოფილი იქნება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here