ევროპული კომისიის ინიციატივით, ნარჩენების შემცირების მიზნით ტელეფონების და სხვა მოწყობილობების დატენვა „USB-C“ ტიპის დამტენით იქნება შესაძლებელი.

მწარმოებლები ვალდებული იქნებიან, ტელეფონები, პლანშეტები და ლეპტოპები დატენვის უნივერსალური სისტემით გამოუშვან.

ერძოდ, თითოეული მოწყობილობის დატენვა შესაძლებელი უნდა იყოს USB-C ტიპის დამტენებით. შესაბამის საკანონმდებლო წინადადებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია.

რეგულაციის მიზანია, მომხმარებლებს ყოველი ახალი გაჯეტის შეძენის შემთხვევაში, აღარ უწევდეთ ახალი დამტენების ყიდვა.

ამ სიახლით ყველაზე მეტად დაზარალდება Apple, რადგან iPhone-ების დასატენად იყენებს სპეციალურად Apple-ის მიერ შექმნილ სისტემას, ხოლო USB-C დამტენებს მხოლოდ iPad-სა და MacBook-ისთვის იყენებს.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here