გურჯაანს ოქტომბრიდან განახლებული ცენტრალური პარკი ექნება.

პროექტის ფარგლებში, პარკის ტერიტორიაზე მიმდინარეობს დასასვენებელი ზონების, ბავშვთა ატრაქციონების მოწყობა, საზაფხულო კინოთეატრისა და ამფითეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები, სპორტული მოედნის მშენებლობა, გურჯაანის ცენტრალური დასასვენებელი პარკის საერთო ფართობი 9 ჰექტარია.

პარკში განახლდება მწვანე საფარი, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები და ბორდიურები, დამონტაჟდება განათების ბოძები, განთავსდება სკამები და სანაგვე ურნები, პარკი დაიყოფა სხვადასხვა ტიპის სპორტული და კულტურული დანიშნილების სივრცეებად და შეემატება მრავალფუნქციური რეკრეაციული ზონა.

გურჯაანის მოსახლეობა და ქალაქის სტუმრები სრულად განახლებულ, კეთილმოწყობილ პარკში შეძლებენ დასვენებას. გურჯაანის განახლებული პარკი დაიბრუნებს ისტორიულ ფუნქციას და კულტურული თუ სპორტული ღონისძიებების ჩატარების აქტიური სივრცე გახდება.

გურჯაანის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციის დასკვნით სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძე, გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატთან დავით სონღულაშვილთან ერთად გაეცნო.

პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის დახმარებით ახორციელებს და მისი ღირებულება დაახლოებით 3.6 მილიონი ლარია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here