მალე წნორელებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერი ექნებათ.

პროექტი შადრევანის, გამწვანების, სარწყავი სისტემის, ასევე საბავშვო და სატრენაჟორო სივრცის, ამფითეატრისა და სკვერის განათების მოწყობას ითვალისწინებს. სამუშაოები საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში განხორციელდება. სკვერის გვერდით მოეწყობა სპორტკომპლესიც.

პროექტის ინიციატორი გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here