დღეიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებით, სკოლებში ზედმიწევნით იქნება დაცული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ყველა რეკომენდაცია, რაც ვირუსის თავიდან აცილებასა და ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მშობლებს კვლავ აძლევს შესაძლებლობას, აირჩიონ დისტანციური სწავლების ფორმა, ხოლო რისკჯგუფის მასწავლებლებს, სურვილის შემთხვევაში შეეძლებათ, გაკვეთილები დისტანციურად ჩაატარონ.

სამინისტროს ცნობით, დასწრებული სწავლების შემთხვევაში, მოსწავლეები I-XII კლასების ჩათვლით, ვალდებული იქნებიან ატარონ პირბადე, სახელმწიფო კი კვლავ უზრუნველყოფს მასწავლებელთა სავალდებულო ტესტირებას (ამ ეტაპზე ვაქცინირებულია პედაგოგთა და სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 67%).

როგორც განათლების სამინისტროში აღნიშნავენ, მოსწავლეებისთვის კვლავ იფუნქციონირებს „ტელესკოლის“ უაღრესად მნიშვნელოვანი, საერთაშორისოდ აღიარებული პროექტი, რომელსაც დისტანციური სწავლების მეთოდებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უჭირავს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here