უმსხვილესმა სოციალურმა ქსელმა „ფეისბუქმა“ თითქმის შვიდსაათიანი გათიშვის შემდგომ მუშაობა აღადგინა.

მრავალი მომხმარებელი ჯერ კიდევ განიცდის პრობლემებს ქსელის გამოყენებისას.

მედიასაშუალება აღნიშნავს, რომ ეს „ფეისბუქის“ ყველაზე ხანგრძლივი და მასშტაბური შეფერხება იყო.

ამასთან, „ფეისბუქის“ გლობალური გათიშვის გამო, სოციალური ქსელის დამფუძნებლის, მარკ ცუკერბერგის პირადი ქონება ექვს მილიარდზე მეტი დოლარით შემცირდა.

მასშტაბური ხარვეზის გამო, „ფეისბუქის“, „ვოთსაპისა“ და „ინსტაგრამის“ სერვისები მომხმარებელთათვის მსოფლიოს მასშტაბით მიუწვდომელი იყო.

სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი მომხმარებლებს ბოდიშს უხდის შეფერხებისთვის. ამის შესახებ მანდ „ფეისბუქში“ დაწერა.

„ფეისბუქი“, „ინსტაგრამი“, „ვოთსაპი“ და „მესენჯერი“ ბრუნდება. ბოდიშს გიხდით დღევანდელი შეფერხებისთვის – მე ვიცი, თუ რამდენად ენდობით ჩვენს მომსახურებას იმისთვის, რომ დარჩეთ დაკავშირებული ადამიანებთან, რომლებზეც ზრუნავთ“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here