მეტროსადგურ “დიდუბეში” – ახალგაზრდა მამაკაცი ლიანდაგებში ჩავარდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

ინციდენტის გამო, მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა დროებით შეჩერებულია.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, ასევე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და მიმდინარეობს მამაკაცის ამოყვანის პროცედურები. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ცოცხალია და კონტაქტურია, მას სავარაუდოდ ტრავმა ფეხზე აქვს მიღებული.

თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი ლიანდაგებში სავარაუდოდ თავად გადახტა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here