„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, 20 ნოემბერს, გუდიაშვილის მოედანზე, გალაკტიონ ტაბიძის საიუბილეო საღამო გაიმართება.

საიუბილეო საღამოზე სტუმრებს გალაკტიონის შემოქმედებას, როგორც ხელოვნების სხვადასხვა დარგისთვის შთაგონების წყაროს, გააცნობენ.

„საღამოს წამყვანები იქნებიან ვახტანჯ ჯავახაძე, ნინო კასრაძე, ლაშა ბაქრაძე და ნესტან ნენე კვინიკაძე. წამყვანები მოგვითხობენ გალაკტიონ ტაბიძის ბიოგრაფიის მნიშვნელოვან და უცნობ დეტალებზე, მოგონებებს და წაიკითხავენ ნაწყვეტებს მისი შემოქმედებიდან.საღამოს რეჟისორია დავით საყვარელიძე, მუსიკოსები: დავით ევგენიძე, ერეკლე დეისაძე, ანუშკა ჩხეიძე, სანდრო ბიბიჩა კვაჭაძე, ცოტნე ზედგინიძე, მაია ჯაბუა და თბილისის ქალთა გუნდი ომარ ბურდულის ხელმძღვანელობით. სცენას გააფორმებს, გალაკტიონის საარქივო ფოტომასალის ინსპირაციით, მხატვარ გიორგი ჯინჭარაძის მიერ შექმნილი ილუსტრაციები. „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომელიც ხორციელდება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here