საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანიდან, სასჯელაღსრულების მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან გორის ჰოსპიტალში გადაჰყავთ.

ცოტა ხნის წინ დატოვა ორმა რეანიმობილმა ციხის საავადმყოფოს ტერიტორია, რომლებიც სამართალდამცველების მანქანებმა გააცილეს.

გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში უკვე მზად არის პალატა, რომელშიც სააკაშვილს მოათავსებენ.

მიხეილ სააკაშვილი დათანხმდა იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის შეთავაზებას, გორის ჰოსპიტალში გადაყვანასთან დაკავშირებით. სააკაშვილის თქმით, ჰოსპიტალში განთავსებისთანავე შეწყვეტს შიმშილობას. ამასთან, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ ჰოსპიტალთან აქციების გამართვას არ აპირებენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here