პირველი დეკემბრიდან რესტორნების მუშაობაზე საათობრივი შეზღუდვა იხსნება.

ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„რესტორნებს, რომელთაც პირველი დეკემბრიდან სტუმრების მიღება შეუძლიათ მხოლოდ მწვანე სტატუსით, მოეხსნებათ საათობრივი შეზღუდვა მუშაობაზე. კერძოდ, ყველა რესტორანი ვალდებულია, მომხმარებელი პირველი დეკემბრიდან მიიღოს მხოლოდ მწვანე სტატუსის შემთხვევაში და პირველი დეკემბრიდანვე მოიხსნება საათობრივი შეზღუდვა მუშაობაზე, მათ შეუძლიათ, იმუშაონ, რამდენ ხანსაც ჩათვლიან საჭიროდ“.

როგორც ცნობილია, პირველი დეკემბრიდან მწვანე პასპორტები შედის ძალაში.

მწვანე პასპორტი გაიცემა პირზე, თუ იგი ვაქცინირებულია ორჯერ, ან ჩატარებული აქვს 72-საათიანი „პისიარ“-ტესტი, ან 24-საათიანი ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.

მწვანე პასპორტის წარდგენა საჭირო იქნება  რესტორნებში, კაფეებისა და ბარების ღია და დახურული სივრცე, კინოთეატრებში,  თეატრებში, ოპერებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებში, სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულ დაწესებულებებში, სპაცენტრებშიფიტნესდარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების საბაგირო გზებში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here