ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური და მასთან ერთად დაკავებული ჯაბა ჯანგირაშვილი მოსამართლემ დარბაზიდან, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ზვიადაური დაცვის მხარემ, სასამართლოს პატიმრობიდან გათავისუფლების სანაცვლოდ 50 ათას ლარიანი გირაოს, ხოლო ჯაბა ჯანგირაშვილისთვის 5 ათას ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართა.

ბრალდების მხარე, ორივე დაკავებულის მიმართ პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა, მოთხოვნას შემდეგი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედების და მიმალვის საფრთხეებზე ისაუბრა.

მოსამართლე მამუკა წიკლაურმა დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულები, გირაოს სანაცვლოდ, დარბაზიდან გაათავისუფლა.

მკვლელობა 16 აგვისტოს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში მოხდა. ორმხრივი სროლის შედეგად, გარდაიცვალა სამი და დაიჭრა ორი პირი. ზურაბ ზვიადაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108- ე მუხლით წაუყენეს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ჯაბა ჯანგირაშვილს გამოძიება მკვლელობის დროს, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას ედავება. გარდაცვლილ პირებს შორის, ერთ- ერთი, ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაურია. დანაშაულის ჩადენის მომენტისა და სასამართლო განხილვების დროს, დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ ოლიმპიური ჩემპიონი, აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა.

შემდგომი სასამართლო პროცესი, საქმის არსებითი განხილვით განახლდება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here