28 დეკემბერს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომასთან, ავარიის დროს დაშავებული მაგდა ხარაიშვილი 8 იანვარს გარდაიცვალა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მაგდა ხარაიშვილმა მძიმე დაზიანებები თავის არეში მიიღო.

მაგდა, რამდენიმე დღე კომოტოზურ მდგომარეობაში ქართულ-ჰოლანდიურ ჰოსპიტალში იმყოფებოდა.

ექიმებმა მას რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარეს, თუმცა ბოლო რამდენიმე დღე, ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლით მიმდინარეობს.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here