საკოორდინაციო საბჭო სამთო კურორტებზე მყოფ მოქალაქეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად დაიცვან წესები და რეგულაციები, რაც ქვეყანაში არსებობს.

როგორც საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ აღნიშნა, ტენდენცია აჩვენებს, რომ სამთო კურორტებზე არის განსაკუთრებულად მომატებული კორონავირუსით ინციფირების შემთხვევები.

„მნიშვნელოვანია, სამთო კურორტებზე ვინც არის დასასვენებლად ჩასული, მაქსიმალურად დაიცვან ის წესები და რეგულაციები, რაც არსებობს ქვეყანაში, განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაკეთდეს პირბადის ტარებაზე“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here