ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში, აღნიშნავს, “ომიკრონის” ინკუბაციური პერიოდი 3 დღემდე შემცირდა.

„რამდენიმე ინფორმაცია „ომიკრონის“ შტამთან დაკავშირებით (რადგან „ომიკრონის“ გავრცელება სულ ახლახან დაიწყო, კვლევები მწირია, თუმცა რამდენიმე გამოქვეყნებულ კვლევაზე დაყრდნობით გარკვეული წარმოდგენის შექმნა უკვე შესაძლებელია).

„ომიკრონით“ გამოწვეული კოვიდის ინკუბაციური პერიოდი (ინფიცირებიდან სიმპტომების გამოვლენამდე) შემცირდა 3 დღემდე.”ომიკრონის“ შტამისთვის დამახასიათებელია 5 ძირითადი სიმპტომი: ცხვირიდან გამონადენი, თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, ცემინება და ყელის ტკივილი. ასევე, დამატებით აღინიშნება კოვიდისთვის აქამდე ნაკლებად დამახასიათებელი სიმპტომები: გულისრევა, ღამით ოფლიანობა, წელის ტკივილი.

ხველა შეიძლება იყოს, თუმცა უფრო მსუბუქად გამოხატული, ვიდრე კოვიდის წინამორბედი შტამების შემთხვევაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here