უბედური შემთხვევა ლაგოდეხში – სამი შვილის დედა, ლაგოდეხის მუნიცილიტეტის საკრებულოს აპარატის თანამშრომელი ნონა ჭაბაშვილი სავარაუდოდ გაზით გაიგუდა.

ახლობლებმა ის სახლში, სავარძელში გარდაცვლილი იპოვეს.

წინასწარი ინფორმაციით, ბინაში გაზქურა იყო ჩართული, რასაც, სავარაუდოდ, ოჯახი გასათბობად იყენებდა.

ნონა ჭაბაშვილი, ნაქირავებ ბინაში, სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა. უბედური შემთხვევის დროს, ბავშვები ბინაში არ იმყოფებოდნენ.

გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here